მაშინ, როდესაც გვაქვს სხვადასხვა საკომუნიკაციო არხები, როგორებიცაა Facebook, LinkedIn, WhatsApp, Viber და სხვა სწრაფი კომუნიკაციის აპლიკაციები, მსოფლიო პროფესიონალთა 86% კვლავ ელ. ფოსტით კომუნიკაციას ანიჭებს უპირატესობას. ეს 2020 წლის მონაცემებია და დღესაც კი, მომხმარებლები კლიენტთა მხარდაჭერის მიღებას მეილის მეშვეობით ამჯობინებენ.
GoDaddy-ს მიერ ჩატარებულ კვლევაში ჩანს, რომ აშშ-ში გამოკითხულთა 75% ენდობა კომპანიებს, რომელთაც აქვთ კორპორატიული ელ. ფოსტის მისამართი.
ეფექტური იმეილ-კომუნიკაცია მნიშვნელოვანია კომპანიის იმიჯისთვის. უფასო იმეილ დომეინი კომფორტულია, თუმცა დრო მოვიდა Yahoo, Gmail, Hotmail და Mail.ru ჩაანაცვლოთ თქვენი კომპანიის დომეინით.
თუკი თვლით, რომ გჭირდებათ კორპორატიული იმეილი, უკვე წინ გადადგით ერთი ნაბიჯი. პროფესიონალების დახმარება თუ დაგჭირდებათ, მაშინ მიიღეთ მხარდაჭერა Live Support-ისგან – ოფიციალური Google Cloud პარტნიორისგან.