პროგრამული უზრუნველყოფა შექმნილია ორგანიზაციებში ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზაციისთვის, რაც საშუალებას იძლევა დროის ნაკლები დანახარჯით გაცილებით მეტი შედეგის მიღწევაში. ერთ სისტემაში არის თავმოყრილი თანამშრომლის შესახებ სრული ინფორმაცია, როგორც პირადი ასევე მისი კომპანიაში მოღვაწეობის მთელი პერიოდის შესახებ. მარტივად მოსაძებნი და ხელმისაწვდომია თანამშრომლის შესახებ ყველა მოვლენა, როგორებიცაა: ხელფასის მატება, პრემია, ბონუსი, დისც. სასჯელი, შვებულებები და ა.შ.. ავტომატურ რეჟიმში შეგვიძლია გავცეთ ორგანიზაციის ტიტულოვან ბლანკზე ცნობები თანამშრომელზე (მაგ.: ბანკში წარსადგენად, ხელფასის მითითებით), დავბეჭდოთ შიდა ბრძანებები და ხელშეკრულებები (მაგ.: დანიშვნა საგამოცდო ვადით, ხელფასის მატება, თანამდებობრივი გადაადგილება და ა.შ.), ამოვიღოთ სხვადასხვა ანგარიშგებები (მაგ.: დენადობა, საშუალო ხელფასი, შვებულებების ხარჯვა და ა.შ.)

ამ ყველაფრის გათვალისწინებით ელექტორნული სისტემა გაცილებით მარტივს, ეფექტურს და მოქნილს ხდის ორგანიზაციის ადამიანური რესურსების განყოფილების მუშაობას, რასაც მინიმუმამდე დაჰყავს შეცდომის ალბათობა.

პროგრამის ფუნქციონალი

  • ავტორიზაციის სხვადასხვა დონეები
  • დასაქმებულთა სრული ბაზა
  • დასაქმებულის პირადი ბარათი
  • ხელფასის და ბენეფიტების დარიცხვა
  • დისც. სასჯელი, დაზღვევა და სხვა დაკავებები
  • შვებულება, თანამდებობრივი გადაადგილება და სხვა მოვლენები
  • კონტრაქტების, ბრძანებების და ცნობების ავტომატური ბეჭდვა
  • დაბ. დღის, გამოსაცდელი ვადის დასრულების და სხვა შეხსენებები
  • სახელფასო უწყისის გენერაცია
  • ანგარიშგებების მრავალსახეობა
  • სტატისტიკური მონაცემების მრავალსახეობა