განვითარების გარკვეულ ეტაპზე მრავალი ორგანიზაცია ფიქრობს ზოგიერთი ფუნქციის აუთსორსირების ალეტერნატივებზე. ეს გამოწვეულია ფინანსური, ან წარმადობის ეფექტურობის ასამაღლებლად. მსგავსი ამოცანის შესასრულებლად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორი პარტნიორის შერჩევა და ისეთი საკითხების გათვალისწინება, როგორიც არის: შემსრულებლის კვალიფიკაცია, გამოცდილება, გარემოს ცოდნა, კომუნიკაციის ენა, კულტურა და ა.შ. თითოეულ ამ კომპონენტში Livesupport-ი უპირობო ლიდერია ქართულ ბაზარზე მოქმედ კომპანიების შორის.

ამა თუ იმ ორგანიზაციაში, აუთსორსირებისთვის ჩვენს მიერ მივლენილ პერსონალს ზურგს უმაგრებს მაღალ-კვალიფიციური ინჟინრების გუნდი, რომელთაც მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნიათ როგორც ორგანიზაციაში არსებულ ინფრასტრუქტურასა და სისტემებთან მუშაობის, ისე მომწოდებლებთან კომუნიკაციის.

Livesupport-ის არჩევით დამკვეთი უზრუნველყოფს არა მხოლოდ ცალკე მდგომი ერთი ფუნქციის აუთსორსირებას, არამედ მდგრადი, მრავალშრიანი მხარდაჭერის სამსახურის შექმნას, დაწყებული Help Desk-ით, დასრულებული მაღალკვალიფიციური, სერტიფიცრებული ინჟინრებით

თუ გიწევთ უფრო კომპლექსური ინფრასტრუქტურის მართვა, უფრო მეტი IT სერვისის გამართულობა და ამავდროულად დანახარჯების ოპტიმიზაცია.
თუ გიწევთ შეზღუდული რესურსებით ახალი გადაწყვეტილებების შემუშავება, დანერგვა და არსებული გარემოს სტაბილურობის შენარჩუნება.
ორგანიზაციის შიგნით ყველა ამ მიმართულებით მაღალკვალიფიციური სპეციალისტის ყოლა ძალიან ძვირია. Livesupport-ი კლიენტებს სთავაზობს ოპტიმალურ გამოსავალს მხარდაჭერის ორგვარი – სრული და არასრული აუთსორსინგის სახით. Livesupport-ს ყავს მაღალი კვალიფიკაციის და სიღრმისეული ცოდნის მქონე ექსპერტები, კლიენტისთვის საინტერესო ნებისმიერი მიმართულებით. კომპანიას შეუძლია დამკვეთს შესთავაზოს IT გარემოს სრული მხარდაჭერა და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა კლიენტისთვის მისაღები პირობებით.