ტექნოლოგიური პროგრესის ფონზე, კომპანიისთვის აუცილებელი ხდება ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
ინფორმაციული უსაფრთხოების მართვა გულისხმობს ორგანიზაციაში იმ უსაფრთხოების ფუნქციების განხორციელებას, რომლებიც მნიშვნელოვანია თქვენი კომპანიისთვის.
• ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის, პროცედურების და ინსტრუქციების ჩამოყალიბება და განვითარება.
• რისკების ანალიზი და მართვა.
• უსაფრთხოების ტექნიკური კონტროლების შესრულების მონიტორინგი: ლოგები, IPS/IDS, უსაფრხთხოების სისუსტეები და განახლებები, ფაიერვოლი, SIEM, ანტივირუსი.
• პერიოდული კონტროლის განხორციელება: ინფრასტრუქტურის შემოწმება უსაფრთხოების კონფიგურაციაზე, მომხმარებელთა წვდომის უფლებების მართვა, სკანირება (როგორც შიდა, ისე გარე), ტექნიკური ტესტების ჩატარება.
• შიდა და შეძენილი პროგრამული პროდუქტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
• საკანონმდებლო, რეგულატორულ და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებთან შესაბამისობა.
• ორგანიზაციის თანამშრომლებისა და IT-სთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა.
• აუდიტისა და შეღწევადობის ტესტების მართვა.
• ინფრასტრუქტურულ/ტექნიკურ პროექტებში უსაფრთხოების ექსპერტიზის მოწოდება.
• უსაფრთხოების ინციდენტების მონიტორინგი და მართვა.