ჩვენს დროში პრიორიტეტულია, კლინიკებისა და ჰოსპიტალების მართვის პროცესი, მორგებული იყოს ტექნოლოგიურ სიახლეებზე. ეს გამომდინარეობს როგორც პერსონალის, ისე პაციენტების ინტერესებიდან.

კლინიკის მართვის პროგრამის იდეა, მიზნად ისახავს სრულად უზრუნველყოს სამედიცინო დაწესებულებების მენეჯმენტი და დააკმაყოფილოს ყველა ძირითადი მოთხოვნა.

ის პროგრამა, რომელსაც Live Support-ი გთავაზობთ მორგებადია როგორც მონოფილიალური, ასევე მულტიფილიალური სამედიცინო დაწესებულებებისთვის.

კლინიკის მართვის პროგრამა შედგება ექვსი ძირითადი ფრაგმენტისგან, რომლებიც თავის მხრივ მრავალ ფუნქციას მოიცავენ. თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ პროგრამის მოდულთა როგორც სრული კომპლექტით, ასევე ცალკეული მათგანით.

  • სამედიცინო (პაციენტის რეგისტრაცია, პაციენტის ისტორია, საწოლდღეები, პროცედურები და ა.შ.)
  • ადმინისტრაციული (ფილიალები, ჯგუფები, მომხმარებლები)
  • წინასწარი ჩაწერები (დაჯავშნა, კალენდრის მენეჯმენტი, ექიმები და ჯგუფები,

კონფიგურაცია და ა.შ.)

  • საფინანსო (საქონლის მოძრაობა, საქონლის ნაშთი, კალკულაცია, პაციენტის ფინანსები, სადაზღვეო ფინანსები და ა.შ.)
  • რეპორტები (აღწერა, სამედიცინო სახის რეპორტები, ფინანსური და სასაქონლო სახის რეპორტები და ა.შ.)
  • ონლაინ წვდომა (პაციენტთა პორტალი, ლაბორატორიული კვლევის პასუხები, სამედიცინო დიაგნოზები, ექიმის დანიშნულებები და ა.შ.)