Live QMS-ის რიგის მართვის სისტემაში ხდება ისეთი მონაცემების ავტომატური დაგროვება, როგორიცაა: ბილეთის დაბეჭდვის დრო, ბილეთის გამოძახების დრო, მომსახურების ხანგრძლივობა, კონკრეტული ოპერატორების მიერ გაწეული მომსახურებები და ა.შ.
ერთი შეხედვით მარტივი სტატისტიკა ძლიერი და ობიექტური რეპორტინგის შექმნის საშუალებას გვაძლევს, რაც სერვის პროვაიდერს რიგის მართვის სისტემის ინსტალაციამდე არ გააჩნდა. სტატისტიკა შეიცავს ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა:
- უმართავი რიგის მიზეზით დაკარგული მომხმარებლების რაოდენობა (დაიბეჭდა ბილეთი და არ გამოცხადდა ოპერატორთან)
- დღის, კვირის და თვის დროის კონკრეტულ მონაკვეთში არსებული მომხმარებელთა რაოდენობა;
- ოპერატორების და მათი ცვლების საჭირო ოდენობა ლოდინის ოპტიმალური დროისა და სწორად განსაზღვრული სახელფასო ხარჯების მისაღებად
- ინფორმაცია კონკრეტული ოპერატორების დატვირთვის შესახებ
- კონკრეტულ სერვისზე გამოსაყოფი ოპერატორების რაოდენობა
- ინფორმაცია მომსახურების არხის დამატების აუცილებლობის შესახებ
- მომხმარებლის ლოდინის დროის საშუალო მაჩვენებელი
- კონკრეტული სერვისისა თუ მომსახურების ხანგრძლივობის საშუალო მაჩვენებელი