ვირტუალური გამოყოფილი სერვერი მსოფლიოს მასშტაბით მომსახურების აპრობირებული და პოპულარული ფორმაა. დიდი პროექტების და არასტანდარტული ამოცანებისათვის ჩვეულებრივ გამოიყენება გამოყოფილი ფიზიკური სერვერი. რომლის ფინანსური დანახარჯი საკმაოდ დიდი გახლავთ.
გამოყოფილი ფიზიკური სერვერის გამოყენების უპირატესობების მიუხედავად ფიზიკური სერვერის საშუალებების მცირე ნაწილი გამოიყენება. შესაბამისად პროვაიდერები დადგნენ ამოცანის წინაშე: გაეკეთებინათ ინსტრუმენტი, რომელიც უზრუნველყოფდა ერთი ფიზიკური კომპიუტერის გამოყენებას როგორც რამოდენიმე ცალკეული ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სერვერების სრული დაშვებით და ადმინისტრირებით, შედეგად მივიღეთ გამოყოფილი ვირტუალური სერვერი.
გამოყოფილ ვირტუალურ სერვერს, მოსფლიოში უკვე მრავალი კომპანია იყენებს. გარკვეულ დრომდე ასეთი ტექნოლოგიები ხელმისწვდომი იყო მხოლოდ დიდი კომპანიებისათვის. დღეისათვის ბაზარზე გამოვიდა იდენტური ჰოსტ მომსახურება დაბალ ფასებად, ასეთივე გარანტირებული საიმედოობით, მართვადობით და მასშტაბით. ტრადიციულ ჰოსტინგთან შედარებით მომხმარებელი იღებს უფრო მაღალი ხარისხის მომსახურებას.